თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1746215967
ჟურნალმა Sight and Sound, რომელსაც „ბრიტანეთის კინოს ინსტიტუტი“ (BFI) გამოსცემს, ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი დაასახელა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
რეიტინგის პირველ საფეხურზე ბელგიელი რეჟისორის შანტალ აკერმანის დრამა „ჟანა დილმანი კომერციის სანაპირო 23. ბრიუსელი 1080“ აღმოჩნდა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა.
საუკეთესო სამეულში ასევე მოხვდნენ ალფრედ ჰიჩკოკის „თავბრუსხვევა“ და ორსონ უელსის „მოქალაქე კეინი“. მეოთხე ადგილზეა იაპონური დრამა „ტოკიური ამბავი“ და ვონგ კარ-ვაის „სასიყვარულო განწყობა“.
რეიტინგის შედგენამდე Sight and Sound-ის წარმომადგენლებმა გამოჰკითხეს 1639 კინოკრიტიკოსი, პროგრამისტი, კურატორი, არქივარიუსი და მეცნიერი, რომლებმაც საკუთარი საუკეთესო ათეულები დაასახელეს.