„ოთო, ვერ ვიჯერებ... რა ეშველება შენს ცოლს და შვილს უშენოდ" - გონიოში ტრაგიკულად დაღუპულ ბიჭს გლოვობენ

ფფ

გონიოში, მრავალსართულიან მშენებარე კორპუსში საყრდენი კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 30 წლამდე მამაკაცი, ოთო დეკანიძე, რომელიც კლინიკაში იყო მოთავსებული, გარდაიცვალა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.

გუშინ, გონიოში მშენებარე კორპუსიდან ახალგაზრდა მამაკაცი ხარაჩოს ჩამონგრევის შედეგად 25-ე სართულიდან ჩამოვარდა.

როგორც ოჯახის ახლობლები წერენ, ბიჭს მეუღლე და შვილი დარჩა. 

„ჩემი საყვარელი ოჯახი ჩემი ახალგაზრდები, გადავირიე. ღმერთს ვთხოვ გაგაძლებინოს გული მომიკვდა, რა გითხრა არ ვიცი. თანავუგრძნობ ოჯახს ამ დიდ ტკივილს“

„სიტყვები არ მაქვს, რომ განუგეშოთ“

„ქეთი, ეს კარგი ბიჭი როგორ გამოგეცალა ხელიდან, უფალმა ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“

,,დაუჯერებელია. ვერც დავიჯერებ და არც მინდა დაჯერება... „რა ეშველება შენს ცოლს და შვილს უშენოდ" - წერენ სოციალურ ქსელში.