1732172400
„ყოველთვის ვამბობდი, ჩემი ოჯახი, ჩემი ციხე-სიმაგრეა-მეთქი. ვარ ჩემთვის, კარგად და ბედნიერად...“ - ვისზე იქორწინა ცისანა სეფიაშვილმა
ცისანა სეფიაშვილმა ოჯახი მესამედ შექმნა. მომღერალმა ქორწინება ორი დღის დააკანონა და ამ ბედნიერი დღის შესახებ საზოგადოებას ფეისბუქის მეშვეობითაც ამცნო.
"She said Yes" - აწერს ქორწინების მოწმობიან ფოტოს ბედნიერად მომღიმარი ცისანა.
მომღერლის მეუღლე ოთარ გიორგობიანია. ცისანამ ჩვენი მილოცვა მიიღო, გულიანი მადლობაც გადაგვიხადა, თუმცა ამჯერად, მედიისგან თავი შორს დაიჭირა და "პრაიმტაიმთან" საუბრისას თქვა, რომ დიახ, გათხოვდა, ბედნიერია და ამიერიდან, საჯაროდ პირად ცხოვრებაზე, უბრალოდ, აღარ ისაუბრებს.
"მიყვარხარ და იცი, რომ მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემი ოჯახი - ჩემი ციხე-სიმაგრეა-მეთქი. ასე რჩება. ამჯერადაც მინდა ჩემი ბედნიერება, მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებთან და ჩვენს შვილებთან ერთად გავიზიარო. ვართ ჩვენთვის მყუდროდ და ბედნიერად.
ვამბობ უარს ყველანაირ ინტერვიუზე. ისედაც არ მიყვარდა გამოქექვა და საჯაროდ პირადი თემების გამოტანა და ახლა, მით უმეტეს. მოფრთხილებაზე არ არის, უბრალოდ, არ მინდა ამაზე საუბარი. ვარ ჩემთვის კარგად და ბედნიერად", - ამბობს ცისანა "პრაიმტაიმთან".
მომღერალს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი ჰყავს, მეორე ქორწინებიდან - სამი შვილი, ვაჟი და ორი გოგონა. სოსო ზაქარეიშვილთან თექვსმეტწლიანი ქორწინება, მომღერალმა ექვსი წლის წინ, გაყრით დაასრულა...
ცისანას პირადი ცხოვრება ყოველთვის განხილვის თემა იყო; განქორწინების შემდეგ, ტაბლოიდები მუდმივად ცდილობდნენ მის ცხოვრებაში ახალი მამაკაცის პოვნას და აი, 2023 წლის მიწურულს "მან თქვა კი!"
ასევე დაგაინტერესებთ:
„გრძნობა როდის, რა ასაკში გეწვევა, არ იცი. კარი არ უნდა დაუკეტო...“ - მურმანი და ეთერო თავიანთ გმირებზე