შეყვარებისთვის საჭიროა ზუსტად 4 წუთი – 20 საინტერესო ფაქტი სიყვარულის შესახებ

სიყვარული

სიყვარული ისეთი ლამაზი და საინტერესო მოვლენაა, სწავლულების კვლევებშიც კი არ კარგავს რომანტიკულობას…მაშ, ასე. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ..

1. ,,მუცელში პეპლები” მართლაც არსებობენ

ამ შეგრძნებას ჰორმონი ადრენალინი იწვევს, რომელიც ორგანიზმში შეყვარებისას გამომუშავდება.

2. შეყვარებისთვის საჭიროა 4 წუთი

იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ ადამიანი მოგვწონს თუ არა, საშუალოდ 4 წუთია საჭირო – დაასკვნეს მეცნიერებმა. სწორედ ამ პირველ 4 წუთზეა დამოკიდებული ყველაფერი.  თანაც შთაბეჭდილების შექმნაში ყველაზე დიდ როლს თამაშობს არა ის, თუ რას ამბობთ, არამედ თქვენი სხეულის ენა, ხმა, ტონი და საუბრის ტემპი.

3. როცა ორი შეყვარებული ადამიანი ერთმანეთს უყურებს მათი გულისცემა სინქრონიზირდება

მეცნიერებმა აღმოაჩნეს, რომ შეყვარებულების გულისცემა ერთნაირი ხდება მას შემდეგ რაც 3 წუთის განმავლობაში ერთმანეთს დაჟინებით უყურებენ თვალებში.

4. სიყვარულს კოკაინის ნევროლოგიური ეფექტი აქვს

ეს შეგრძნება დაახლოებით იგივე ეფექტს იწვევს, რასაც კოკაინით კაიფი. შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში იმდენი ქიმიური ნივთიერება გამომუშავდება, ტვინის 12 უბანს ააქტიურებს ერთდროულად და ეიფორიას იწვევს. სიყვარული ,,კაიფია”.

5. ჩახუტებას ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს

ოქსიტოცინი, ე.წ. სიყვარულის ჰორმონი, რომელიც ჩახუტებისას გამომუშავდება ტკივილს აყუჩებს. ხანგრძლივი მოფერება და ჩახუტება ნელ-ნელა ამციებს და 4 საათში სრულიად აქრობს ტკივილს.

6. საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებაც კი უკეთესად გხდის

ის, რომ საყვარელ ადამიანთან ყოფნა კარგად გვხდის დიდი ხნის ცნობილი ფაქტია, მაგრამ ამჯერად კვლევებმა აჩვენეს, რომ იგივე ეფექტი საყვარელი ადამიანის ფოტოს ყურებასაც აქვს. ექსპერიმენტის მონაწილეები, რომლებიც ტკივილს განიცდიდნენ ორნ ნაწილად დაყვვეს, ნაწილს საყვარელი ადამიანის ფოტოები აჩვენეს, ნაწილს უბრალო ნაცნობების, მათ, ვისაც საყვარელი ადამიანის ფოტოები აჩვენეს გაცილებით უფრო შეუმსუბუქდათ ტკივილი.

7. დაახლოებით ერთი დონის მომხიბვლელობის მქონე წყვილები უფრო დიდხანს რჩებიან ერთად

არსებობს შეთავსების თეორია, რომლის მიხედვითაც წყვილები ერთმანეთს ვიზუალური თანასწორობის კუთხით ირჩევენ, ანუ ისინი დაახლოებით ერთნაირად ლამაზად უნდა მიიჩნეოდნენ სოციუმში ზოგადი კრიტერიუმების მიხედვით. თუკი რომელიმე ერთი პარტნიორი ნაკლებად მომხიბვლელია, იგი ეცდება სხვა რამით აინაზღაუროს ნაკლი, ანუ სხვა რამით გახდეს ზოგადი კრიტერიუმებით მეწყვილის შესაბამისი, თუ არადა ყველაფერი დაინგრევა. სრულად

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მან ცეცხლი დაანთო!“ - ნინი ბრეგვაძის ტრიუმფი ამერიკული „ვოისის“ კონკურსში და მიმართვა გულშემატკივრებს

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წელი გარდამტეხი ეტაპი იქნება და ცხოვრებას რადიკალურად შეცვლიან