კილოგრამი 2 000 დოლარი ღირს – რა კავშირშია სპილო და მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ყავა
1746728680
მომღერალი დიანა ღურწკაია მეუღლის გარდაცვალების შემდეგ საჯაროდ გამოჩენასა და პრესასთან კონტაქტზე უარს აცხადებს. ერთადერთი გამონაკლისი, 25 აგვისტოს იყო. მან ჟურნალისტებთან საჯარო კომენტარი იტალიელი შემსრულებლის, ტოტო კუტუნიოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით გააკეთა.
„სამწუხაროა, როცა ასეთი ადამიანები მიდიან. ტოტო კუტუნიო ჩემთვის ლეგენდა იყო და ასეთად დარჩება. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი მისი ოსტატობით, მაყურებელთან კონტაქტის დახვეწილი უნარით. მქონდა პატივი მასთან ერთად გამოვსულიყავი იმავე სცენაზე. მასთან მუშაობა შესანიშნავი სკოლა იყო, წარმოუდგენელი გამოცდილება. ის შეუცვლელი დანაკარგია მუსიკის სამყაროსთვის. საოცარი ადამიანი იყო, ეს არის გენიოსი და არის ლეგენდა“, - აღნიშნა დიანა ღურწკაიამ.
მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თავის საქმეებს აგვარებს“, თუმცა რაიმე დეტალის გაზიარება არ ისურვა.
ცნობისთვის, პიოტრ კუჩერენკო 46 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. კუჩერენკო კუბაში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა, უკან დაბრუნების დროს კი გარდაიცვალა. კუჩერენკომ თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც თვითმფრინავი სხვა ადგილას დაეშვა. მას დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გუშინ ინსტაგრამ გვერდზე გარდაცვლილ მეუღლეს ემოციური პოსტი მიუძღვნა:
„ 18 წლის წინ, ჩვენ ღმერთის წინაშე ვუთხარით ერთმანეთს დიახ და ეს სიტყვა აგრძელებს ჟღერადობას. უძლებს დროს, ტკივილს, დუმილს. უკვე ოთხი თვე გავიდა აღარ ხარ და ძნელია ამის მიღება. ძნელია ცხოვრება. არასდროს მივიღებ და დავიჯერებ, რომ სამზარეულოში შეკრებები აღარ იქნება. არც მოულოდნელი თაიგული. ყოველდღე მადლობას გიხდი იმ ბედნიერებისთვის, რაც მაჩუქე. ყოველთვის მეყვარები და ზუსტად ვიცი, რომ სადღაც ღრმად, ამ სიჩუმეში ისევ ისმის შენი ხმა“,- წერს ღურწკაია.
ასევე ნახეთ: