ირანის, ბელარუსის, რუსეთის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის 45 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
1728022992
უკვე მეოთხე კვირაა, რაც „რუსთავი 2“-ზე „პრაიმ ჰაუსი“ დაიწყო. შეგვიძლია, უკვე თამამად ვთქვათ, რომ რეალითი შოუ ყველა რეიტინგს ხსნის. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელს თითქმის, 24 საათის განმავლობაში შეუძლია თვალი ადევნოს მონაწილეების ცხოვრებას, მაინც არის გარკვეული დეტალები, რომელიც კადრში ვერ ხვდება. თუმცა, საზოგადოების ინტერესს წარმოადგენს.
შოუ რომ მოულოდნელობით სავსეა ეს მონაწილეების გუშინდელ გადაწყვეტილებაშიც ჩანს. მათ სამი აუტსაიდერი - თეონა, ქეთი და ანი დაასახელეს.
შაბათს, 22:00 საათზე კი გაირკვევა, რომელი მათგანი გამოეთიშება პროექტს. თუ ბოლო სამ კვირას თვალს გადავავლებთ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც გიორგი ნაზღაიძე აუტსაიდერი არ იქნება. მოცემულ საკითხზე და კესოსთან ურთიერთობაზე გიორგიმ „პრაიმთაიმთან“ ისაუბრა:
„კესო როგორც მოთამაშე ვფიქრობ, რომ საინტერესო პერსონაჟი იყო. ვთვლი, რომ არასწორად დატოვა პროექტი. თავისი სულელური საქციელის გამო და მიეხმარნენ... მაგრამ, დატოვა ისე, რომ ხალხს თავი დაამახსოვრა. მონაწილეებს მაინც. ისეთი ნაბიჯები გადაგა ლაივზე, რომ... კესომ ლაივის დაწყებამდე მითხრა, დღეს მოემზადეო. მაგრად დადექიო. შერიგებულები კი ვიყავით, მაგრამ შეიძლება, წყენა დარჩენილი ჰქონოდა და შურისძიება მომხდარიყო. მთელი გადაცემა ამბობდა... ვუყურებდი და ვფიქრობდი, ბრავო! გაოცებული ვიყავი. აი, ნამდვილი მოთამაშე არის კესო. მე მასთან პირველი დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა. რაღაც ფლირტის დონეზეც. მე ეს რაღაცისთვის არ გამიკეთებია. კესო მომეწონა. უბრალოდ, მერე აურიეს კესოს, ამრიეს მე და ჩვენი შეჯახება მოხდა. ქუჩაში, როცა ვნახავ, დავურეკავ, ან დამირეკავს აუცილებლად კარგად მოვიკითხავ“.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 რატომ მალავდა შვილს სალომე გოგიაშვილი
👉 VIDEO: გინება და დაპირისპირება „პრაიმ ჰაუსში“ - „მგონია, რომ ტატამზე ვარ“