„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
ნინი შერმადინს გასუქებაში "ამხელენ". მომღერალს მომატებულ კილოგრამებს არ პატიობენ და როგორც თვითონ წერს, სოციალური ქსელში, ვიდეობის ქვეშ, მწარედ უკომენტარებენ.
"ბოლო ვიდეოებზე უამრავი კომენტარი მომდის, თუ როგორ გავსუქებულვარ, კუპატი, უი უი როგორ გასუქებულა და ასე შემდეგ. ზოგიც ამერიკულ ფასტ ფუდს მაბრალებს და ა.შ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ალბათ, ერთი წისქვილის ქვა არ მობრუნდა ჩემს კისერზე, თორემ დანარჩენი ყველაფერი მოხდა. ვიყავი ძალიან მძიმე დეპრესიაში, რაც რა თქმა უნდა, თქვენთვის არ მიგრძნობინებია.
მყავდა ფსიქიატრი და ვიყავი ანტიდეპრესანტებზე გარკვეული პერიოდი. სტრესის ფონზე გამიჩნდა ჩიყვი. ანუ ფარისებრის პრობლემა, რამაც გამოიწვია ჩემი წონაში სერიოზულად მომატება. პლუს ინსულინის რეზისტენცია სისხლში. დავიწყე მკურნალობა და იმედია, ისევ მალე ჩავდგები ფორმაში. დიდი მადლობა, რომ მგულშემატკივრობთ.
პ.ს ზედმეტი კილოგრამებითაც შეიძლება ადამიანი ლამაზი და კარგი იყოს.
ჩემი მხარდაჭერა პუტკუნებს" - წერს ნინი ფეისბუქზე.