ვიქტორია ბეკჰემმა ქმარს საქათმე და ქათმები აჩუქა

ბეკჰემი

ვიქტორია ბეკჰემმა შობას „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ დევიდ ბეკჰემი შობის დღეს საკუთარი სახლის ფერმაში, ქათმებს საკვებს უყრის. ვიდეოდან გაირკვა, რომ ვიქტორიამ მეუღლეს საქათმე უსახსოვრა, რომელმაც მათ ფერმაში უკვე დაიმკვიდრა საპატიო ადგილი.

,,რა მიიღე საჩუქრად დევიდ?”, – ეკითხება ვიქტორია ქმარს ვიდეოში. „რამდენიმე მამალი და დედალი“, – პასუხობს დევიდი და იღიმის.

ბეკქჰემებისთვის ეს შობა განსაკუთრებულია, რადგან წელს ისინი სრული შემადგენლობით შეიკრიბნენ.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ვიქტორია ბეკჰემი რძალს, ნიკოლა პელცს შეურიგდა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Victoria Beckham (@victoriabeckham)

ასევე ნახეთ:

სალომე ღვინიაშვილის მრგვალი გოზინაყი და საშობაო მზადება - რა კადრებს აქვეყნებს ტელეწამყვანი

როგორი ამინდი შენარჩუნდება დღეს - პროგნოზი ქალაქების მიხედვით