ტრაგედია გორში - ცნობილია ავარიის ახალი დეტალები
1783973202
ბოლნისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. N1 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის თანამშრომელი, ჩვენი მოსწავლეების დედა, თამარ ჟიჟილაშვილი.
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ქალაქ ბოლნისის №1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ მძიმე დანაკლისის გამო და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ახლობლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც მისი გარდაცვალება დიდი ტკივილია.
ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას და ამ მძიმე წუთებში გისურვებთ გამძლეობას.
ნათელში იყოს მისი სული“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.