ვინ არის ცნობილი ბებია, ვისთანაც ცუცა კაპანაძე ამერიკაში მუშაობს

ცუცა კაპანაძე

ქართველი მსახიობი ცუცა კაპანაძე უკვე 16 წელია ამერიკაში ცხოვრობს.

„მე ხშირად არ მიწევს საქართველოში ჩამოსვლა, უკვე 16 წელია ამერიკაში ვარ და ამ დროის განმავლობაში ალბათ 5 ჯერ თუ მომიწია საქართველოში ჩამოსვლა.

მე ბებიასთან ვმუშაობ. ვიხსენებ ხოლმე, ასე რომ მომევლო ჩემი ბებია ოლღასთვის ალბათ უკეთესად იქნებოდა.

მას ჰქვია ლილი ფრიდნამ. ცნობილი ქალბატონია, ყველამ იცის ფილმი შინდლერის სია, ამ ქალის ცხოვრებაზეა 80 % ეს ფილმი გადაღებული. სპილბერგი მასთან იყო, ერთად დაწერეს სცენარი. მან ცოცხალი ისტორია მოუყვა, რაც ხდებოდა...“, - ამბობს ცუცა კაპანაძე გადაცემაში „ნოესთან“.