პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა კანადის თავზე კიდევ ერთი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს.
მისი თქმით, მფრინავმა ობიექტმა დაარღვია კანადის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც ის ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, იუკონის რეგიონის თავზე ის ამერიკულმა F-22-ის ტიპის თვითმფრინავმა ჩამოაგდო. ტრუდოს განცხადებით, მფრინავი ობიექტის ნამსხვრევებს ახლა კანადელი სამხედროები შეისწავლიან. ტრუდომ ასევე აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან.
პენტაგონის პრესმდივანი, ბრიგადის გენერალ პატრიკ რაიდერის განცხადებით, ობიექტს ორი ამერიკული F-22-ის ტიპის თვითმფრინავი აკვირდებოდა, ჯერ კიდევ როდესაც ის ალასკის შტატის თავზე მიფრინავდა, ხოლო როდესაც მფრინავი ობიექტი კანადის საჰაერო სივრცეში შევიდა, ობიექტზე დაკვირვებაში ორი კანადური თვითმფრინავიც ჩაერთო. კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის ინფორმაციით, ჩამოგდების მომენტში მფრინავი ობიექტი 12 000 მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა.
აღსანიშნავია, რომ ეს მიმდინარე კვირაში ჩრდილოეთ ამერიკის თავზე ჩამოგდებული მესამე მფრინავი ობიექტია. 5 თებერვალს, ამერიკელმა სამხედროებმა ატლანტის ოკეანის თავზე ჩინური სადაზვერვო საჰაერო ბუშტი ჩამოაგდეს, 11 თებერვალს კი ამერიკელმა სამხედროებმა ალასკას შტატის თავზე მფრინავი ობიექტი ჩამოაგდეს, რომელიც, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის თქმით, წარმოადგენდა გონივრულ საფრთხეს სამოქალაქო ფრენების უსაფრთხოებისათვის.