გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სასამართლოში უჩივის.
გამოცემა Rolling Stone-ის წერს, რომ პიტი ანჯელინას საერთო საკუთრებაში არსებული ფრანგული ღვინის ქარხნის მასთან შეთანხმების გარეშე გაყიდვაში ადანაშაულებს.
სარჩელის თანახმად, ანჯელინამ Château Miraval-ის წილის ნახევარი გასული წლის ოქტომბერში მიჰყიდა კომპანიას, რომელიც რუს ოლიგარქს, იური შეფლერს ეკუთვნის.
სარჩელში წერია, რომ ჯოლიმ დიდი ხანია შეწყვიტა საწარმოს მუშაობაში წვლილის შეტანა, როცა პიტი უამრავ რესურსს ხარჯავდა ღვინის ბიზნესის განვითარებასა და კომპანიად ჩამოყალიბებისთვის.
გამოცემა tmz-ი წერს, ბრედ პიტი შოკში იყო, როცა გაიგეო, რომ ანჯელინას, „შატო მირავალის“: წილი რუს ოლიგარქზე, იური შეფლერზე მიუყიდია ის ამბობს, რომ ყოფილმა მეუღლემ არც კი შეატყობინა მას ამის შესახებ და განზრახ დამალა.
ამჟამად ბრედი ჩივის, რომ რუსი ოლიგარქი ვენახის მარის სადავეების ხელში აღებას ცდილობს და ამის გამო ქაოსური ვითარებაა შექმნილი.