„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
რუსთავში, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და გარემოს დაცვის შესახებ კანონის ეფექტურად აღსრულების მიზნით, მიმდინარე მონიტორინგის კამპანიის ფარგლებში , ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ამჯერად სამშენებლო მასალების მწარმოებელი მცირე საწარმოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც ცემენტის, გაჯისა და კირის მწარმოებელი მცირე კომპანიები ესწრებოდნენ, საუბარი , საწარმოებში, ამ კუთხით არსებულ ხელსშემშლელ პირობებსაც შეეხო.
„რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხში მუნიციპალიტეტი ისევ აქტიურადაა ჩართული. დღეს შეხვედრა გვქონდა მცირე საწარმოების ხელმძღვანელებთან. ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე და იმაზე, რამდენად არიან მზად, რომ მათი მხრიდან კანონის აღსრულება დროულად მოხდეს. დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, ასევე შევხვდებით სამინისტროს წარმომადგენლებს და მათთან ერთად მაქსიმალურად შევეცდებით ხელი შევუწყოთ საწარმოო პროცესის გაუმჯობესებას, რათა ჩვენს ქალაქში ჰაერის გაუმჯობესების ტენდენცია კიდევ უფრო დავაჩქაროთ“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის დროულად აღსრულების მიზნით, საწარმოების ერთობლივი მონიტორინგის კამპანიაში, აქტიურადაა ჩართული რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე. კამპანიის ფარგლებში უკვე შემოწმებულია „რუსელოისის“, „ჯეო სთილისა“ და „ჰაიდელბერგ ჯორჯიას“ რუსთავის საწარმოები.