პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვისაც სიკეთესა და კეთილ ადამიანებზე დაწერილი ამბები მოენატრა, სწორად მიხვდით, ახლა სწორედ ამ თემაზე მომზადებულ სტატიას კითხულობთ. უნდა გიამბოთ ერთ კეთილ ადამიანზე, რომელიც არაფრის ნაცვლად, უკვე წლებია სრულიად უცხო ადამიანებს სხვადასხვა სახის დახმარებას უწევს.
ნათია ჯინჯოლიას განცხადებას, ცოტა ხნის წინ წინ სოციალურ ქსელში შემთხვევით გადავაწყდი.
„მარტის თვეში, უსასყიდლოდ დავასვენებ ბაკურიანში 7 დღით ოჯახს, ვისი შვილისთვისაც ჰაერის გამოცვლა აუცილებელია და ამას ვერ ახერხებენ უსახსრობის გამო. ძალიან გთხოვთ მხოლოდ იმან მომწეროს ვისაც მართლა სჭირდება! აქვე დავდებ აპარტამენტის ფოტოებს. შეგიძლიათ გააზიაროთ ან მომაწოდოთ ინფორმაცია.“ - წერდა ნათია ჯინჯოლია.
„პრაიმტაიმი“ პოსტის ავტორს დაუკავშირდა. ამ თემაზე საუბარი ცოტა ეუხერხულა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, წლების განმავლობაში არაერთი ადამიანი გაუხარებია. სრულიად უცხო ადამიანებზე გაცემული სიკეთე კი ასმაგად დაბრუნებია. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამ ყველაფერს ყოველგვარი აფიშირების გარეშე აკეთებს.
„ყოველ სამ თვეში ერთხელ, ჩემს შვილებთან ერთად ვეწევი ქველმოქმედებას. გავდივართ რეგიონებში და მრავალშვილიან, გაჭირვებულ ოჯახებს ვეხმარებით. ღვთის წყალობით ჩემს შვილებს არაფერი აკლიათ, თუმცა როგორც ყველას, მათაც მეტი უნდათ. როცა ხედავენ მათი თანატოლები როგორ ცხოვრობენ, უფრო მეტად აფასებენ იმას, რაც აქვთ.
რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ გადაცემაში ვნახე სიუჟეტი, სადაც ბორჯომის რაიონში მცხოვრებ მრავალშვილიანი ოჯახის გასაჭირზე იყო საუბარი. მოვიძიე მათი საკონტაქტო და ჩემს შვილებთან ერთად მივადექი ათშვილიან ოჯახს. გავუწიეთ დახმარება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ოჯახის ორი შვილი მოვნათლეთ და დავნათესავდით. მათთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ამ ბავშვების დედა ემიგრაციაშია და ნორმალურად ცხოვრობენ.
რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელსაც თქვენ გადააწყდით სოციალურ ქსელში, ამაზე საუბარი ცოტა მეუხერხულება, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. წლებია ასე ვაკეთებ, თუმცა ახლა გადავწყვიტე, რომ სოციალურ ქსელში დამწერა. ამის მიზეზი კი პანდემია გახდა.
მოგეხსენებათ, კორონავირუსმა ყველაფერი ჩაკეტა და უამრავ ადამიანს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა, მათ შორის ბავშვებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს განცხადება და მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჰაერის გამოცვლა, უფასოდ დამეთმო მათთვის ჩემი აპარტამენტი. გულწრფელად გეუბნებით, ეს ყველაფერი ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს.“ - ამბობს ნათია ჯინჯოლია.