გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია ჩემპიონია! მან ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და კუთვნილი ქამარიც უკვე ჩაიბარა. ახლა თანამემამულეების მთელი ყურადღება მისკენაა.
ილია თოფურია დაიბადა ჰალე ვესტფალენში, გერმანიაში, ქართველი მშობლების ოჯახში.
შვიდი წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა, სადაც სკოლაში დაიწყო ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ვარჯიში.
2012 წელს, როცა თოფურია თხუთმეტი წლის იყო, მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, სადაც მან დაიწყო ვარჯიში დაიწყო საბრძოლო ხელოვნებაში, „კლიმენტ კლუბში“. ის და მისი ძმა ალექსანდრე პირველი ქართველები არიან, ვინც ჯიუ-ჯიცუს შავი ქამრის მფლობელები გახდნენ.
27 წლის ილია თოფურია პირველად შევიდა ტიტულოვან წრეში: ის UFC-ში 2020 წლიდან ასპარეზობს და რეკორდი 6-0 აქვს დამყარებული.
თოფურიას სოციალური ქსელებიდან მისი პირადი ცხოვრების შესახებაც ირკვევა მცირე დეტალები. მისი რჩეული უმშვენიერესი გოგონა, ჯორჯინა უცტეგია. წყვილი პირველ შვილს ელოდება. ჩემპიონი კი ორგზის მამა გახდება.
„თუ ბრძოლაში ვინმე უნდა მოკვდეს, ეს ჩემი ბიჭი არ იქნება", - თქვა ჯორჯინამ რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში.
როგორც მისი ინსტაგრამ პოსტებით ირკვევა, საყვარელ მამაკაცს მაქსიმალურად ამხნევებს.
„დღეს ჩემს საუკეთესო მეგობარს, ცხოვრების თანამგზავრს და ჩემი ცხოვრების სიყვარულს აქვს შესაძლებლობა იბრძოლოს თავისი ოცნებისთვის. ძალიან ვამაყობ შენით და შენი თითოეული მიღწევით. შენი სურვილი, იყო ყოველდღე უკეთესი და თავმდაბალი, რომ უკეთეს ადამიანად და პროფესიონალად ჩამოყალიბდე, ჩემს გულს ავსებს დიდი აღტაცებით, პატივისცემით და სიყვარულით.
ღვთის წყალობა და კურთხევა გვაქვს. ჩემს თვალში შენ ყოველ დღე ჩემპიონი ხარ, შენი ოცნებებისთვის მებრძოლი. მიყვარხარ დღეს, ხვალ და სამუდამოდ,“ - წერს ახალგაზრდა ქალი.