VIDEO: „ვცხოვრობ ჩვეულებრივ, არეულ ბინაში...ალბათ, როგორც დედაც არ ვვარგივარ...“ - ნუკი კრიტიკოსებს პასუხობს

ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი სოციალური ქსელის საშუალებით კრიტიკოსებს პასუხობს და მათ კომენტარებს ეხმიანება. 

„რადგან დედამ არ გასწავლათ, მე გასწავლით. ძალიან ბევრმა დაწერა, რომ მახინჯი ვარ. მეგობრებო, როდესაც ადამიანი არის მახინჯი, არ შეიძლება ასე თქმა, უზრდელობაა... ვარ მახინჯი, მეტსაც გეტყვით, მაქვს დიდი ცხვირი, დაბადებიდან დაღრეცილი ტუჩი, თხელი თმა, ვცხოვრობ ჩვეულებრივ, არეულ ბინაში, ჩემმა შვილმა 4 წლის ასაკში დაიწყო საუბარი და ალბათ, როგორც დედაც არ ვვარგივარ, ცოტა ხნის წინ, მუცელიც მომეშალა და ალბათ, საერთოდ არაფრად ვვარგივარ.

თუ ამ კომენტარებმა ბედნიერება მოგანიჭათ, მიხარია, რომ ძალიან გაბედნიერდით იმ ფაქტით, რომ მე მახინჯი ვარ. წარმატებებს გისურვებთ. ნამდვილად, მე შევხედე ყველას და ძალიან ლამაზები იყავით ჩემს თვალში. კიდევ რამდენიმე კომენტარი იყო, სულ ერთი ოროლა, რატომ უნდა შევიძინო ნუკი, როცა შემიძლია შევიძინო ქაილი. აი ეს მიდგომა, ქართული არ ვარგა და უცხოური, რაც შორსაა კარგია, ტყუილია მეგობრებო. მე ქაილი ვიცი, სადაც იწარმოება, გადაამოწმეთ. ჩვენ იტალიაში ვაკეთებთ, ქაილი ჩინეთში....“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი. 

ასევე ნახეთ:

სად და როდის შეიზღუდება მოძრაობა - გაფრთხილება მძღოლებს

„2023 კარგი წელი იყო. ახალი წლის ღამეს ყველანი შევიკრიბებით და... 2024 წელი, დარწმუნებული ვარ, საუკეთესო იქნება“ - რას გვიმხელს ნეკა დოროყაშვილი

„გუშინ ჩვენს დას დავემშვიდობეთ...“- ტრაგედია ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ოჯახში

 

ნახეთ ვიდეო სრულად ⇓

 

@nukikoshkelishvil

გამოუშვით კიდევ უფრო მეტი 😎 მეტს აღარ გიპასუხებთ

♬ original sound - Nuki Koshkelishvili