„ბრალდებულმა თვითდაზიანება მიიყენა“ - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის საქმიდან
1755157930
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და მონტენეგროს კონკურენციის დაცვის სააგენტოს პრეზიდენტმა, დრაგან დამიანოვიჩმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი მიზნად ისახავს კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების სექტორში, ორი ქვეყნის უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას. მათ შორის, ორმხრივ დონეზე, საკონსულტაციო და ექსპერტულ-მეთოდოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგში, კონკურენციის საერთაშორისო ქსელის (ICN) მიერ ორგანიზებული 24-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.