1732262182
„გუშინ ჩვენს დას დავემშვიდობეთ...“- ტრაგედია ჰოლივუდში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ოჯახში
გარდაიცვალა მსახიობის და კინორეჟისორის დათო აგიაშვილის ქალიშვილი, მაია აგიაშვილი.
სამწუხარო ინფორმაციას მისი ძმა, ჰოლივუდში მოღვაწე რეჟისორი, ნიკა აგიაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გუშინ ჩვენს დას, მაია აგიაშვილს დავემშვიდობეთ“, - წერს რეჟისორი.
მაია აგიაშვილის პანაშვიდი სამშაბათს და ოთხშაბათს, დასაფლავების ცერემონია კი - ხუთშაბათს 2 საათზე გაიმართება. მისამართი ი. ჭავჭავაძის გამზ. .№80.
შეგახსენებთ, რომ დათო აგიაშვილი ცნობილი მწერლის ნიკა აგიაშვილის შვილი გახლდათ, 90-იან წლებში საქართველოდან წავიდა და ამერიკაში მოულოდნელად გარდაიცვალა.
მსახიობი ოჯახთან ერთად აშშ-ში, კალიფორნიაში ცხოვრობდა. ჰყავს სამი შვილი - უფროსი ქალიშვილი მაია აგიაშვილი – კინომცოდნე და მწერალი იყო.
მისი ვაჟი, ნიკა აგიაშვილი კინო რეჟისორია, გიორგი კი, რომელსაც ჰოლივუდში ჯორჯ ფინის (George Finn) სახელით იცნობენ, – კინომსახიობი და სცენარის ავტორია.
1968 წელს დათო აგიაშვილმა მთავარი როლი შეასრულა რეჟისორ ნიკოლოზ სანიშვილის ფილმში “განგაში”. მისი ბოლო ფილმი - „თბილისი, ჩემი ქალაქი“ თბილისს მიეძღვნა.