VIDEO: „შენ შვილს გაუტყდება, რომ გაიზრდება და გნახავს აქ“ - ბრეჩკის კომენტარი, რომელმაც გურამი წყობიდან გამოიყვანა

გურამ შეროზია

„პრაიმ ჰაუსში“ კვლავ დაძაბული ვითარებაა. ამჯერად დაპირისპირება გურამსა და ბრეჩკის შორის დაიწყო.

გურამის თქმით, მისი შვილი, რომ იყოს სრულწლოვანი და ამ პროექტში იყოს რამდენიმე მონაწილის ადგილას, მას  როგორც მამას, შერცხვებოდა და თავს დაიდანაშაულებდა.

„დარწმუნებული ვარ შენ შვილს გაუტყდება, რომ გაიზრდება და გნახავს აქ“, -  ამ სიტყვებით უპასუხა ბრეჩკიმ გურამს.

გურამისთვის ეს რეპლიკა მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა და ემოციები ვეღარ შეიკავა. გურამმა მერსისთან ლაპარაკის დროს თქვა, რომ ბავშვის საკითხი მისთვის ძალიან მძიმეა და იმ ფონზე, როცა მას იშვიათად ხედავს ჰგონია, მისი ბრალია, რომ მამამ მიატოვა.