ემოციური ხელის თხოვნა ქუთაისში - მანიკურის სპეციალისტს რჩეულმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
1792054623
გიორგი ნაზღაიძის და თამუნა მუსერიძის მეგობრობა 14 წელს ითვლის. ცნობილმა სახეებმა ,,ღამის პრაიმ-თაიმის“ ეთერში თურქეთში მომხდარი ინციდენტი გაიხსენეს, რომელიც მათ წლების წინ გადახდათ.
,,წავედით თურქეთში, ვიყიდეთ რაღაცეები, ვიშოპინგეთ. ვბრუნდებით უკან და ვიღაც ქალმა გვითხრა, აქ რიგიაო და მე გაგატარებთო, ჩემს წინ დადექით გიცნობთო. თურმე, ძალიან დიდი რიგია, ოთხსაათიანი. ეს დაინახეს მესაზღვრეებმა, რომლებმაც გვითხრეს, რომ კანონს ვარღვევდით. ვერ გავიგეთ რას გვეუბნებოდნენ, შემდეგ გავიგეთ, რომ გვიწერდნენ ჯარიმას 1000 ლირას, რომელიც არ გვქონდა. შესაბამისად მანქანას არ ვატანდით, რომ გადაეყვანათ საჯარიმოზე...“, - ამბობს თამუნა მუსერიძე.
ნახეთ ვიდეო სრულად ⇓