დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ბროწეულებში“ გიორგი ნაზღაიძის ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართველი მხატვრის, ნენე გიგინეიშვილის ნახატები. ნენეს შემოქმედებას როგორც საქართველოში, ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, კარგად იცნობენ, ეს მისი რიგით მესამე პერსონალური გამოფენა იყო, რომელიც ბათუმის პიაცას მოედნის ადმინისტრაციისა და ფოთის კულტურის ცენტრის ხელშეწყობით ჩატარდა.
ნენეს ნამუშევრებში მისი ხასიათია ჩადებული, ის ნახატებს ქალის სურნელის და ყვავილების მიქსით ქმნის, რაც ხაზს უსვამს ნამუშევრების დახვეწილობას.
ღონისძიებაზე გაყიდული ნახატებიდან, შემოსული თანხის ნაწილი, ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხა.
ღონისძიებას ესწრებოდა ფონდის დამფუძნებელი და ბერი ანდრიას დედა, დედა თინათინი, რომელიც სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს წლებია უსასყიდლოდ ეხმარება.