VIDEO: ნუცა ბუზალაძის ემოციები, როცა საქართველო „ევროვიზიაზე“ ფინალისტებს შორის დაასახელეს

ნუცა ბუზალაძე

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი გუშინ გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობდა.

უკვე რვა ქვეყანა იყო დასახელებული, როცა საქართველოში ფინალში მოხვედრის მოლოდინში იყო. მეცხრე ქვეყნად სწორედ საქართველო დაასახელა ერთ-ერთ ფინალისტად წამყვანმა, რა დროსაც ნუცა ბუზალაძემ ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.