1728456679
„დახსნა არ არსებობს...“ - რა ემართება ადამიანს, რომელსაც ვირის ტვინი აჭამეს
პარაფსიქოლოგი, ნათელმხილველი, კოსმოენერგეტიკოსი მაია ყუფარაძე ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე საზიანო ჯადოს შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ჯადოსგან ნებისმიერი ადამიანის დახსნაა შესაძლებელი, გარდა იმისა, ვისაც ვირის ტვინი აქვს ნაჭამი.
„ხშირად „წითელ მაგიას“ მიმართავენ - ეს სასიყვარულო ჯადოა. წითელი სასიკვდილო არ არის, ეს არის დაზომბება, ადამიანის დაბრმავება, მოდუნება. უყვარხართ თქვენ და სხვა შეუყვარდა, რადგან ამისკენ მიმართეს ძალები. რა თქმა უნდა, ესეც მაგიაა, მაგრამ შავში, ძირითადად, სასიკვდილო იგულისხმება.
მე ყველა შემთხვევაში შემიძლია ადამიანის დახმარება, ერთადერთი, ვერავის ვეხმარები ვირის ტვინის ჭამის შემთხვევაში. მინდა ცოლებს და დედებსაც მივმართო, ფიქრობენ, რომ როცა კაცს საყვარელი ჰყავს, ამით დააკარგვინებენ, ის არ იციან, რომ ამ შემთხვევაში, კარგავს ცოლსაც. დებილდება ადამიანი.
ამ ჯადოსთვის გამოიყენება დედალი, ამძუებული ვირის ტვინი... ერთი პერიოდი, ეს ცხოველი წყნეთშიც გაწყვიტეს, კახეთშიც... ვირი ყველაზე ლამაზი ცხოველია, მიწისძვრა რომ ხდებოდეს, შეიძლება, ფეხიც ვერ გადაადგმევინო, არ იწვრთნება... ვირის ტვინს ხვეულები არ აქვს, მისი სინთეზი შეიჭრება ადამიანის ტვინში და ადამიანის ტვინის ხვეულებს გადაეგლისება და დებილდება, ვირდება... ძირითადად, კაცებს უკეთებენ. კრიჭა ეკვრებათ, ტუჩებს ამოძრავებენ. აქედან დახსნა არ არსებობს. ვირის ტვინი მოხვდება ორგანიზმში და ჩათვალეთ, სამუდამოდ მოწამლულია.
წლების წინ, როცა ესპანეთში ვცხოვრობდი, კანადელი ექიმების ოპერაციას ვუყურე, თავის ქალა ეგრევე დახურეს, ამას აღარაფერი ეშველებაო,“ - განაცხადა მაია ყუფარაძემ.
ასევე ნახეთ:
„ზღვიდან ქვებისა და ნიჟარების სახლში წამოღება არ შეიძლება, სიკვდილი იცის“ - ტაროლოგი
VIDEO: „ჩემი მამულიკო ჩემთვის ყველაფერს ყიდულობს...“ - ვრცელდება ლელა წურწუმიას სახალისო კადრები