სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

იუნ სოკ იოლი

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა განაცხადა, რომ საომარი მდგომარეობის საშუალებით თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აღადგენს.

„ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური ძალებისგან მომდინარე საფრთხეებისგან ლიბერალური სამხრეთ კორეის დასაცავად და სახელმწიფოს საწინააღმდეგო ელემენტების აღმოსაფხვრელად… მე გამოვაცხადებ საგანგებო საომარ მდგომარეობას“, – განაცხადა იუნმა პირდაპირ ეთერში გაკეთებულ მიმართვაში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანამდე სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საგანგებო სხდომა გამართა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ არსებობს ხელისუფლების პარალიზების რისკი, რასაც შესაძლოა, მოჰყვეს მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის გამოცხადება.