ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება - დავით სუჯაშვილი მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს

დავით სუჯაშვილი

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თავდაცვის მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით სუჯაშვილი სხვა უწყებაში გადავიდა და ის მუშაობას სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გააგრძელებს. დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძემ შეცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური დაცვის სამსახური ავრცელებს.