უჩა აბაშიძის ყოფილი ცოლის, დოდი ხარხელის დაკავება სიმართლეს არ შეესაბამება

უჩა აბაშიძის ყოფილი ცოლის, დოდი ხარხელის დაკავება სიმართლეს არ შეესაბამება

უჩა აბაშიძის ყოფილი ცოლის, დოდი ხარხელის სახლთან დღეს პოლიცია იყო მობილიზებული. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის პოლიციამ დააკავა. თუმცა, დაკავებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები უკავშირდებოდა მისი ყოფილი მეუღლის, უჩა აბაშიძის საქმეს, რომელიც სამართალდამცველების მიერ დაკავებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო კადრების უკანონოდ მოპოვებასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვისთვის.

როგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებული არავინ არ არის, საგამოძიებო მოქმედებები ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს.