„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
მომღერალი გია სურამელაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ სულ არ აინტერესებს, ვინ რას ამბობს მასზე და მთავარი ის არის, რომ თვითონ ძალიან ბედნიერია. „ყველაზე კარგად, ყველაზე ლამაზად და მიმზიდველად ვარ! სოციალურ ქსელში ყველა მხედავს, როგორც ვარ. არ მაღელვებს, ვინ როგორ განიხილავს.
ორმეტრიანი ფეხები მაქვს აგერ! ამ უაზრო ხალხს რომ ვუსმინო… 54 წლის გავხდი და ამ ხალხზე რომ მეფიქრა, ვინ რას იტყოდა, ასეთი შემდგარი ვარსკვლავი კი არ ვიქნებოდი! ვიღაც შეუმდგარი, სულელი ადამიანები, კლავიატურის ვირთხები სხედან ჭუჭყიანები, დაუბანლები და ჩემზე წერენ… ზოგზე გავიგე, ვინც წერს ამ რაღაცებს და იმის მერე ვფიქრობ, ისინი, ვინც ამ რაღაცებს წერენ, ადამიანებად არ ითვლებიან. ღვთის მადლით, ნორმალური და კარგი ხალხი კიდევ არის და მათ ვუყვარვარ. უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეგეთი ვირთხები კი ყოველთვის არსებობდნენ.
რაოდენ მოულოდნელიც არ უნდა იყოს, გავრცელდა ვიდეო, სადაც გია სურამელაშვილი ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში მყოფ სტუმრებს სიახლეს უმხელს.
მისი თქმით, თბილისიდან ქუთაისში სურს საცხოვრებლად გადასვლა და მისი მეგობრები უკვე სახლს ეძებენ.
ნახეთ ვიდეო ↓
სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე !