პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გარდა იმისა, რომ გია სურამელაშვილს სიმღერის საოცარი ნიჭი აქვს და თითქმის მთელმა საქართველომ მისი ტექსტები ზეპირად იცის, სახელი იუმორითაც აქვს განთქმული. ტიკტოკზე უამრავ სახალისო ვიდეოს შეხვდებით, რომელსაც სოცქსელის სხვა მომხმარებლები აქტიურად აზიარებენ.
ხშირად, მისი პაროდიები სატელევიზიო შოუებშიც გვხვდება, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს სასიამოვნო აღარ არის. შოუმენ ვასო ფხაკაძეს მომღერლის ადვოკატმა ოფიციალური გაფრთხილება მისცა, რომ სურამელაშვილის გაშარჟება შეწყვიტოს.
ამასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ მომღერალს ესაუბრა.
„ჯერჯერობით, ვასოსთვის არ მიჩივლია, მაგრამ გაფრთხილება მივეცი. თათიას ვწერდი და ვეუბნებოდი, რომ ეს ყველაფერი არ მსიამოვნებდა. ამდენი წლის მეგობრობა, ახლობლობა გვაკავშირებს, არ გაითვალისწინეს და ნაწყენი ვარ.
მე თუ რამე სახალისოს ვიღებ და ვდებ, ეს მხოლოდ ჩემი პოპულარობისა და რეიტინგისთვისაა. ტიკტოკზე ამ ყველაფერს ნახევარი და მილიონი ნახვა აქვს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ დაუკითხავად ანალოგი გადაიღოს და სატელევიზიო სივრცეში გაუშვას, დამეკითხე მაინც... როგორც ყოველთვის, ძალიან შინაურულად ვეუბნებოდი ყველას, საქმის კურსში იყვნენ. სპეციალურად მაგის გამო, ტელევიზიაში არ მივიდოდი. არ გაითვალისწინეს და ყელში ამოვიდა. არ მიჩივლია, თუმცა ოფიციალურად მოვითხოვე, რაც მინდოდა. მეორე დღეს გადაცემა უნდა გასულიყო და აღარ გავიდა... მიუხედავად ამდენი გაფრთხილებისა, კიდევ უშვებდნენ. მე ყველა მიყვარს, პატივს ვცემ, რომელ ტელევიზიაშიც მივდივარ, რეიტინგს ვდებ, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს. თან იყო უნიჭოდ გადმოცემული სკეტჩები, სულელურად დამატებული რეპლიკები...
ამავდროულად, ჩემს მსმენელს, გულშემატკივარს ეს არ სიამოვნებდა, მე ყველაფერს ვპატიობდი და თვალს ვხუჭავდი. სულ მეუბნებოდნენ, რომ ზომები მიმეღო. წარმოიდგინეთ, უცხო ადვოკატებიც მიკავშირდებოდნენ, რომ ამ საკითხის მოგვარებაში დამეხმარებოდნენ. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავსაც არ ვუყურებ ტელესივრცეში, ძალიან იშვიათად თუ შევავლებ ხოლმე თვალს. ჩემი თხოვნის მიუხედავად, აგრძელებენ ამ ყველაფერს და სერიალებს იღებენ. დამიკავშირდეს სცენარისტი, იქნებ უფრო კარგი აზრები მივაწოდოა. ამ სკეტჩებს მთელი ქვეყანა რომ ღაღადებს და ჭკუაზე არ არიან, ვისი დამსახურებაა?!.“ - ამბობს გია სურამელაშვილი.