პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მომღერალი გია სურამელაშვილი სხვადასხვა მიზეზით, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა. განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ტიკტოკ-აქტივობა იქცევს. მისი კონტენტი, ძირითადად, პირად ურთიერთობებს ეხება, სადაც მუდმივად უკმაყოფილო და კონფლიქტურია.
თუმცა როგორც „პრაიმტაიმს“ უთხრა, ამ პლატფორმაზე განთავსებული მისი ყველა ვიდეო სახალისოა და მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა.
„ტიკტოკი ისეთი პლატფორმაა, სადაც ძირითადად, სახალისო ვიდეოები იდება, მეც ამ ყველაფერზე „ვღადაობ“. ამდენი გამომწერი რომ მყავს და ნომერ პირველად დამასახელეს, ვცდილობ, გავახალისო. მეტყობა რამე, პირად ცხოვრებაში ამ დონის დაძაბულობა რომ მაქვს?!
განშორება არა, მაგრამ ერთმანეთისგან მოშორებით ვიყავით ორივე, დრო გვჭირდებოდა, ამან კი ყველა წყენა თან წაიღო. დაბადების დღეც მომილოცა და ძალიან ბედნიერი ვარ... მართალია, 8-9-თვიანი განშორება ამხელა სიყვარულისთვის ძალიან ბევრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიყვარულმა გაიმარჯვა.
ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და არაფერი გვისვრია, რომ მივხვდით, რომ ჩვენი ურთიერთობა უკვე ჩიხში იყო, ასე აჯობებდა... არც მე გავეკიდე და არც ის, მაგრამ ნამდვილი სიყვარული არ კვდება.
მან პირველი ნაბიჯი გადმოდგა, მე ჩემებურად ვფიქრობდი, რომ მართალი ვიყავი... ერთმანეთთან მიახლოება გვიჭირდა, რადგან ის ტკივილი მოშუშებული არ იყო.
ყველაფერი კარგადაა, დიდი მადლობა, უამრავი მწერს. ფიქრობთ, რომ ჩემს პირადს სააშკარაოზე გამოვიტან, ვიტირებ და ვიცრემლებ? მაპატიონ, მაგრამ ბნელი ტვინის ხალხმა და სააგენტოებმა რომ აიტაცეს და იცინიან, მაგათთვისაც მოვიცლი. მე არ ვარ ის ტიპი, რომ ჩემი პირადი ცხოვრება გარეთ გამოვიტანო, ეს ყველაფერი არის იუმორი.“ - ამბობს გია სურამელაშვილი.