პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გია სურამელაშვილი “სარკესთან” ამბობს, რომ სულ არ აინტერესებს, ვინ რას ამბობს მასზე და მთავარი ის არის, რომ თვითონ ძალიან ბედნიერია.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან
- ყველაზე კარგად, ყველაზე ლამაზად და მიმზიდველად ვარ! სოციალურ ქსელში ყველა მხედავს, როგორც ვარ.
– სოციალურ ქსელში არცთუ სასიამოვნოდ რომ განიხილავენ თქვენს ამბებს?
– არ მაღელვებს, ვინ როგორ განიხილავს. ორმეტრიანი ფეხები მაქვს აგერ! ამ უაზრო ხალხს რომ ვუსმინო… 54 წლის გავხდი და ამ ხალხზე რომ მეფიქრა, ვინ რას იტყოდა, ასეთი შემდგარი ვარსკვლავი კი არ ვიქნებოდი! ვიღაც შეუმდგარი, სულელი ადამიანები, კლავიატურის ვირთხები სხედან ჭუჭყიანები, დაუბანლები და ჩემზე წერენ… ზოგზე გავიგე, ვინც წერს ამ რაღაცებს და იმის მერე ვფიქრობ, ისინი, ვინც ამ რაღაცებს წერენ, ადამიანებად არ ითვლებიან. ღვთის მადლით, ნორმალური და კარგი ხალხი კიდევ არის და მათ ვუყვარვარ. უბედნიერესი ადამიანი ვარ და ეგეთი ვირთხები კი ყოველთვის არსებობდნენ.
– და ის ამბები, რაზეც ვიდეოებს წერთ, თქვენი რეალური ცხოვრება კი არა, მხოლოდ ღადაობაა?
– რა თქმა უნდა?! ცხოვრებაში სხვა რა უნდა გააკეთო – უნდა იღადაო. ვერთობი ჩემთვის, ჩემი ხასიათის მიხედვით ვცხოვრობ და რაც მინდა, იმას ვაკეთებ. მთელი ცხოვრებაა, ასე ვარ და ისევ ასე გავაგრძელებ. არა ვარ ბოროტი და ცუდი ადამიანი. ამიტომაც ლამაზი ვარ და არც პლასტიკურ ოპერაციებს ვიკეთებ – არ ვიკეთებ ბოტოქსებს და არ ვიდიდებ ტუჩებს. დაწყნარდეს ყველა!
დღეში ორ-სამჯერ მაინც ვწერ ვიდეოებს, როცა ხასიათზე ვარ. ,,მუღამშიც“ ჩავვარდი, ბევრი ნახვა რომ აქვს ჩემს ვიდეოებს და ნახევარ მილიონამდე ადის მნახველთა რიცხვი. 700 ათასზე რომ ავა, უკვე მაგრად ვქეიფობ. ეს ჩემთვის ძალიან კარგი გასართობია. ისეთი მაგარი იუმორი მაქვს, “ტიკ-ტოკზე” პირველ ადგილზე ვარ! განაგრძეთ კითხვა