„იყავით ფრთხილად...“ - მეტეოროლოგის გაფრთხილება უახლოესი დღეების ამინდის შესახებ
1737309037
ფრანგული კომპანია საზოგადოებას დაკრძალვის ეკომეგობრულ სერვისს სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
ფრანგი ქალი, იზაბელ პლუმერო საზოგადოებას დაკრძალვის ეკომეგობრულ სერვისს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც დაღუპულ ადამიანს სასაფლაომდე, ველოსიპედზე მიბმული კატაფალკით გაასვენებენ. ამ უჩვეულო „ტრანსპორტს“ Corbicyclette ჰქვია და ის გარემოსთვის საზიანო არ არის.
მის კომპანიას The Sky and the Earth ჰქვია და ის პარიზშია დაფუძნებული. ქალის მიზანი დაკრძალვის ტრადიციაში გარემოზე ზრუნვის პრაქტიკის დანერგვაა. Corbicyclette კუბოს გადასატანადაა შექმნილი, თუმცა ის ჩვეულებრივი კატაფალკისგან განსხვავდება, რადგან ველოსიპედით იმართება.