VIDEO: ფლირტი მარტივია... - ავთომ პროექტის მონაწილე გოგოები „შეისწავლა“

ავთო

„რუსთავი 2-“ის ეთერში რეალითი შოუ „პრაიმჰაუსი“ დაიწყო.  ჟიურის მიერ სპეციალურად შერჩეულ მონაწილეებს, ლიდერობისთვის ბრძოლა სამი თვის მანძილზე მოუწევთ.

მაყურებელს არ გამოჰპარვია პროექტის მონაწილეების ფლირტიც. სწორედ, ამ საკითხზე ნიკოლოზ ხაჩიძის კითხვებს ავთომ უპასუხა:

„ვინც არის პროექტში ჩემთვის საინტერესო (გოგო) ისინი შევისწავლე. როცა გარეთ ვართ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება უფრო მარტივია. მაგრამ, როცა პროექტში ხარ და ურთიერთობას დაიწყებ ეს უნდა იყოს ისეთი, რომ არ უნდა დამთავრდეს და შენს თავში ბოლომდე დარწმუნებული იყო. მე როცა ბოლომდე დარწმუნებული ვიქნები, რომ ვინმე გოგოსთან ურთიერთობას გადავწყვეტ, მაშინ ეს საბოლოო უნდა იყოს და მტკიცე. თუ ფლირტზეა საუბარი, ეს ძალიან მარტივია. თეოსთანაც და ზოგადად, “- ამბობს ავთო.