„5 თვის წინ მე დავმარხე ჩემი ბავშვობა, საკუთარი ხელებით“ - რას წერდა სვანეთში გუშინ გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი, თავის უკანასკნელ პოსტში

დაიღუპა

ბიჭი, რომელიც გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა, ცოტა ხნით ადრე მეგობრის გარდაცვალებაზე საუბრობდა და მას სოციალურ ქსელში ემოციურ გამოსამშვიდობებელ პოსტს უძღვნიდა.

„დღეს ჩემთვის, ემოციურად საკმაოდ დატვირთული დღე იყო. მინდა ბევრი, ძალიან ბევრი დავწერო, ძალიან ბევრი ვისაუბრო იმის შესახებ რასაც ვგრძნობ და განვიცდი ეს 5 თვეა უკვე. ყოველ დღე თავიდან არ მჯერა რაც მოხდა, თავიდან ვგრძნობ და მტკივა, თავიდან განვიცდი არყოფნას, იმის არ ყოფნას ვინც ბავშვობიდან მახსოვს, მიყვარს და მეიმედება... ამ თვეების მანძილზე, მისი დაკრძალვის შემდეგ, დღეს ყველაზე ცარიელი და მძიმე დღე იყო, დღეს პირველად შევხვდით მის დაბადების დღეს, მის გარეშე. დღეს, 23 წლის მანძილზე ყველაზე ცარიელი 27თებერვალი იყო, ყველაზე არაფრისმომცემი, ყველაზე მძიმე 27თებერვალი... 5 თვის წინ მე დავმარხე ჩემი ბავშვობა საკუთარი ხელებით. 5 თვეა ჩემი გამოტირებული და დამარხული ბავშვობა მტკივა, 5 თვეა ყოველ დღე ვნანობ, რომ მეტი დრო არ გავატარე, რომ მეტი სიყვარული არ გამოვხატე, რომ მეტად არ ვაგრძნობინე, რომ მჭირდებოდა და არ ჰქონდა უფლება დავეტოვებინე ამ უსამართლო სამყაროში...

 

ასევე ნახეთ - გადასაღებ მოედანზე შეწყვეტილი სიცოცხლე - "რუსთავი 2"-ის ოპერატორი, გოჩა რამიშვილი, 46 წლის გახდებოდა


ჩვენ სულ აქა ვართ გიო და შენ სულ ჩვენთან ხარ, ჩვენს მეხსიერებაში, ჩვენს გულებში, შენ ჩვენი სულის და ბავშვობის ნაწილი ხარ, შენ მანამდე იარსებებ, სანამ უკანასკნელი ჩვენგანი არ გაქრება ამ ქვეყნიდან... გვახსოვხარ, გვაკლიხარ, გვიყვარხარ, გვენატრები... მწამს, რომ ლოცულობ და გვიფარავ იმ ქვეყნიდან, ჩვენ კი მუდამ ვილოცებთ შენი სულის უკვდავსაყოფად... გილოცავ კიდევ ერთხელ ვერ დასწრებულ 23 წელს, სამუდამოდ გვემახსოვრები ჩემო ძმაო!“, - წერდა გელა წკადუა.

თავად 23 წლის გელა ჭკადუა კი გუშინ უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ტყიდან მომავალი სატვირთო ავტომობილი მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა, გელა ჭკადუა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„როგორი გულის ტკივილით იხსენებდა გიოს, აწი სულ გიოსთან იქნები შენი ძმაკაცის გვერდით, შენი სიკვდილი არ მჯერა შენ უბრალოდ სხვაგან გადახვედი და აუცილებლად  იქ ერთმანეთს ვიპოვით, როცა ამის დრო მოვა.  რატომ არ მოხვედი ჩემთან მეთქი, რომ გეჩხუბე რა მითხარი სულ ჩამესმის  წუხანდელს მერე  - განა სიკვდილს ვაპირებ მოვალ მეორედ როცა ვიგდებ დროსო“, - წერს გელა ჭკადუას ახლობელი, სოციალურ ქსელში.