მარია ზახაროვა ლიეტუვის გადაწვეტილებას, რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოაცხადოს, პროვოკაციად და ექსტრემიზმად აფასებს

მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას, გამოაცხადოს რუსეთი სახელმწიფოდ, რომელიც მხარს უჭერს და ახორციელებს ტერორიზმს პროვოკაციად და ექსტრემიზმად აფასებს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ქვეყნებში, რომლებიც იღებენ ასეთ დოკუმენტებს, დეკლარაციას და განცხადებებს, დგამენ ასეთ ექსტრემისტულ ნაბიჯებს - სხვაგვარად არ შეიძლება ეწოდოს, ყველა ეს ქვეყანა ნატო-ს წევრია. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ არაერთხელ გვინახავს ნატო-ს უკანონო და აგრესიული ქმედებები. რამაც სიცოცხლის დიდი დანაკარგი გამოიწვია. ეს ზუსტად უნდა განიხილებოდეს, როგორც პროვოკაციის, ექსტრემიზმისა და პოლიტიკური ფარისევლობის ელემენტი“, - განაცხადა ზახაროვამ.

შეგახსენებთ, რომ ლიეტუვის სეიმმა სამშაბათს მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას გენოციდად, რუსეთს კი ტერორიზმის ჩამდენ სახელმწიფოდ აცხადებს. პარლამენტმა ასევე მოითხოვა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა, რომელიც გამოიძიებს რუსეთის სავარაუდო ომის დანაშაულებს უკრაინაში.