VIDEO: „ეს ყველას ოჯახშია“ - რაზე კამათობენ ლაშა გურგენიძე და მისი მეუღლე

ლაშა გურგენიძე

მსახიობი ლაშა გურგენიძე და დიზაინერი თაკო მჭედლიშვილი 6 წელია, ერთად არიან. თუმცა ოფიციალურად გასულ წელს იქორწინეს. 

ლაშამ ოფიციალურად ცოლობა თაკოს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალში, პირდაპირ ეთერში სთხოვა.

„ცამდე მიყვარხარ! თანახმა ხარ, ცხოვრების ბოლომდე გამიძლო? - ჰკითხა მაშინ საყვარელ ქალს და სასურველი თანხმობაც მიიღო.

ამჯერად, „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში წყვილი კამათის მიზეზებზე საუბრობს. როგორც ჩანს, ლაშას უკმაყოფილებას მეუღლის არაპუნქტუალურობა იწვევს. 

დილით რომ იღვიძებს, ისეთი ლამაზია, ყველა ნაკვთი ისეთი დახვეწილი აქვს, იმას არანაირი ლაინერის დამატება არ სჭირდება... იმდენი ხანი უთმობს ამას დროს... დღესაც“ - ამბობს მსახიობი.

ვრცლად ↓