დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პროექტს „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე სალომე კაპანაძე თავის ბავშვობის მძიმე და ემოციურ ისტორიას იხსენებს.
მისი თქმით, ორი წლის იყო როდესაც თვალი კატარაქტა აღმოაჩნდა.
„არ ვიზრდებოდი შეძლებულ ოჯახში, მაგრამ ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ კარგად ვყოფილიყავი და ჯანმრთელად ვყოფილიყავი იმიტომ, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი პრობლემები მქონდა.
დაახლოებით ორი წლის ასაკში დედაჩემმა შემამჩნია თვალზე, რომ თეთრი ლაქა მქონდა, ეს არის კატარაქტა და დამჭირდა ძალიან ბევრი ოპერაცია და ძალიან ბევრი ფული. ფაქტია, რომ ამ ოპერაციებმა ჩაიარა ძალიან ცუდად, შედეგი ნული, იყო შემთხვევები მე რომ ვიკეთებდი ოპერაციას იმ პერიოდში უშეშდებოდათ თვალი.
ძალიან ცუდად მახსოვს ოპერაციის პერიოდი. დედაჩემი ვერასდროს ვერ უძლებდა ჩემ გვერდით ყოფნას, როცა ნემსს მიკეთებდნენ, შეუწყვეტლად დავდიოდით თვალის ვარჯიშებზე“, - იხსენებს სალომე კაპანაძე.