„ორი გოგო და ერთი ბიჭი“ - ვინ აღმოჩნდება აუთსაიდერების სკამებზე "პრაიმჰაუსის“ ექვსეულიდან

eqvseuli

რამდენიმე წუთში, "პრაიმჰაუსში" აუთსაიდერების დასახელების პროცედურა დაიწყება. "პრაიმტაიმი" რეალითი შოუს ორ მონაწილეს როიალს და გიორგი ნაზღაიძეს ესაუბრა. 

როგორც ორივე მონაწილე ამბობს, აუთსაიდერებად ორი გოგო და ერთი ბიჭი დასახელდებიან. 

როიალი და გიორგი ნაზღაიძე ფიქრობენ, რომ აუთსაიდერი ბიჭი პატრიკი არ იქნება... 

"აუთსაიდერებად ვფიქრობ, რომ ორი გოგო და ერთი ბიჭი დასახელდებიან, ეს ბიჭი არ იქნება პატრიკი, ან მე ვიქნები აუთსაიდერი, ან გიორგი ნაზღაიძე. 

რაც შეეხება ჩემს გეგმებს, გაგიმხელთ, რომ მე გოგოს დასახელებას ვაპირებ, არა სქესის, არამედ - სამართლიანობის გამო." - ამბობს როიალი. 

გიორგი ნაზღაიძის აზრითაც, ორ გოგოსთან ერთად ან თავად იქნება აუთსაიდერის სკამზე, ან - როიალი. 

"გოგონები ან მე დამასახელებენ აუთსაიდერად, ან - როიალს. გოგონებიდან კი, პროექტში დასარჩენად ბრძოლა სალი კაპანაძეს და თეონა კოჭლამაზიშვილს მოუწევთ, ესაა ჩემი პროგნოზი და ვნახოთ, რა მოხდება..." - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.