VIDEO: „ჩამოვედი, რომ წესრიგი დავამყარო, პირველ რიგში თქვენს ტვინში“ - პუგაჩოვას პირველი კომენტარი რუსეთში ჩასვლის შემდეგ

პუგაცოვა

ცოტა ხნის წინ რუსული ესტრადის ვარსკვლავი ალა პუგაჩოვა სამშობლოში დაბრუნდა. ჟურნალისტებმა ის მოსკოვის ქუჩებში სეირნობის დროს გადაიღეს.

ერთ-ერთი გამოცემის მიერ დასმული კითხვაზე, რატომ დაბრუნდა იგი რუსეთში, პუგაჩოვამ უპასუხა:

„ჩამოვედი რომ დავლაგდე, ჩამოვედი, რომ წესრიგი დავამყარო, პირველ რიგში თქვენს ტვინში“,– მიმართა მან რუს ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, რომ ალა პუგაჩოვამ და მაქსიმ გალკინმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალე ქვეყანა დატოვეს და ისრაელში გაემგზავრნენ.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by ИГОРЬ ГУЛЯЕВ (@igorgulyaevofficial)