წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
პირველი კვირისგან განსხვავებით, „პრაიმ ჰაუსში“ ვითარება მკვეთრად შეცვლილია. მონაწილეები აღნიშნავენ, ევა ქეცბაია ისეთი მხიარული და ხალისიანი აღარ არის, როგორც თავიდან. ამის მიზეზი კი ევასა და კოსტას ურთიერთობაა.
წუხანდელ ეპიზოდში მაყურებელმა ნახა, რომ კოსტამ ბეასთან აქტიური კომუნიკაცია დაიწყო და შეიძლება ითქვას, ევა ჩაანაცვლა. სწორედ ეს არის ევას განწყობის ცვალებადობის მიზეზი, ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.
ევა ქეცბაია: რამდენიმე მიზეზია, თითქმის ყველა ჩანს კადრში, ეპიზოდებში, რაც მემართება. არაფერს ვმალავ, მქონდა მენტალური შერყევა, შეტევა თამაშის დროს, მაგიტომ არ ვიყავი. რეალურად ისაა, რომ გავიგე ვიღაცები ძალიან ბინძურად თამაშობენ. ვერ ვარ კარგად, მაგრამ რადგან გაჟღერდა, რომ ყველაფერი იყო სპეციალურად, უკეთ ვარ და ჩემი თავის თამაშს გავაგრძელებ. ჩემი თამაში არის ის, რომ ჩემი თავი ვარ და ჩემი ემოციებით ვივსები. ვისაც რაც უნდა ის ქნას, მე ვერ შემარყევს.
- ამბობენ, რომ კოსტასა და ბეას ერთმანეთთან დაახლოების გამო ეჭვიანობ...
- მე ეჭვიანი ადამიანი არ ვარ, ადამიანმა რეალურად მიმაგდო და სხვასთან წავიდა თუ რაღაც, ეგრე ჩანს და რეალურად, ეგრეც არის... მერე აღმოჩნდა, რომ ეგ იყო თამაში.
- თუმცა, თქვა, რომ ფლირტის გარდა არაფერი ყოფილა
- პირისპირაც მითხრა, მე და შენ, ფლირტის გარდა, არაფერი გვქონიაო, თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ და ნახოთ, რა გვქონდა მე და კოსტას. რეალურად იყო პლატონური, თბილი ურთიერთობა, რომელიც შეუყვარდა ხალხს, ძალიან განსხვავებულები ვიყავით და ქიმია იგრძნობოდა. თურმე იმის მხრიდან არ ყოფილა. ეს ძალიან მოქმედებს ჩემზე, მეგონა, რომ ეს ადამიანი ჩემთან, ჩემს გვერდით იქნებოდა და იქნებოდა გულწრფელი. ახლა კიდე აღიარა, რომ ეგრე არაა და მხოლოდ სათამაშოდ და იმისთვის არის მოსული, რომ გააკეთოს რაც აწყობს.
- რაც შეეხება აუტსაიდერობას, რა მოხდება შაბათს?
- ხალხისგან ძალიან დიდი მხარდაჭერის იმედი მაქვს. რეალურად, ძალიან მჭირდება ეს პროექტი იმისთვის, რომ ჩემი იდეები გავამჟღავნო. ლავ სთორების გარდა ძალიან ბევრი მაქვს სათქმელი. ლავ სთორისთვის საერთოდ არ ვარ მოსული. მქონდა კიდეც ნათქვამი, რომ არ ვაპირებდი, უბრალოდ ემოცია და გრძნობა როცა მოვიდა, მე ავდექი და გავყევი. იმიტომ, რომ ეგრე ვიგრძენი იმ მომენტში. აწი რაც მოხდება, მოხდება.