„ახლა რჩევის მიცემა ცოტა დაგვიანებულია“ - რას ამბობს მარიამ სანოგო „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეებზე

სანოგო

 ტელეწამყვანი და მოდელი მარიამ სანოგო „პრაიმ ტაიმთან“ ინტერვიუში რეალითი შოუ „პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილეებზე საუბრობს. 

 რას ფიქრობ მეორე სეზონის მონაწილეებზე, რამდენად განსხვავებულები არიან ისინი პირველი სეზონის მონაწილეებისგან?

 ძალიან საინტერესო სელექცია ჩატარდა ამ სეზონისთვის, უფრო საპასუხისმგებლო იყო რადგანაც მაყურებელს მეტი შოუ და მეტი სანახაობა სჭირდება. ჩემი აზრით ძალიან კარგად ამართლებენ ამ სეზონის მონაწილეები საკუთარ მისიას და დავალებას. 

 რა რჩევას მისცემდი მეორე სეზონის მონაწილეებს?

 ჩემი აზრით ახლა რჩევის მიცემა ცოტა დაგვიანებულია, რადგან ყველა მონაწილეს თამაშის სტრატეგია შერჩეული აქვს. მე პირადად ვურჩევდი, რომ ნაკლები აგრესია და მორალური საკითხები უფრო მეტად გაითვალისწინონ.