დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„რუსთავი2“-ის ყველაზე რეიტინგული რეალითი შოუ დასრულდა. გამარჯვებული გიორგი ნაზღაიძეა. მიუხედავად იმისა, რომ შოუ დასრულდა, პროექტში მონაწილე კონკურსანტების მხარდამჭერების ვნებათაღელვა არ ცხრება.
განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში არიან ფინალისტები. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ანი ყიფშიძე და გიორგი ნაზღაიძე ერთად არიან დაფიქსირებულები, სავარაუდოდ, ბათუმში, ერთ-ერთ ბარში.
გიორგი ნაზღაიძე პროექტის დასრულების შემდეგ სწორედ ბათუმში წავიდა დასასვენებლად. ამასთან, ანი ყიფშიძის სოციალური ქსელის მიხედვით, ამჟამად ისიც ბათუმში იმყოფება.
"პრაიმტაიმი" ვიდეოს გავრცელების შემდეგ, გიორგი ნაზღაიძეს დაუკავშირდა, მაგრამ იგი ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.