მერაბ დვალიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1727756195
„პრაიმ ჰაუსის“ ფინალისტის, ანი ყიფშიძის გულშემატკივრები კამპანიის #აჩუქენაკოლასბუდე გარშემო გაერთიანდნენ. „გვირგვინოსნების“ სურვილია, რომ რეალითი შოუს ერთ-ერთ გამორჩეულ სახეს, რომელმაც ფინალამდე მისვლა მოახერხა, საერთო ძალისხმევით ბინა აჩუქონ. ამით კი ყოფილი ემიგრანტი, რომელიც წლების განმავლობაში შვილისგან მოშორებით ცხოვრობდა, გაახარონ.
კამპანიას სათავეში „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ჩაუდგა, რომელიც „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურად საუბრობს.
„პრაიმ ჰაუსის“ ფინალის შემდეგ, ჩემს სოციალურ ქსელებში ზარები და შეტყობინებები არ წყდება, მიკავშირდებიან ყოფილი ემიგრანტის, ანი ყიფშიძის „გვირგვინოსნები“, რომ ანის და ნატალის უყიდონ ბინა. ისინი მზად არიან ამისთვის და სრულ ნდობას უცხადებენ „შოთო სიხარულიძის ემიგრანტების არხს“.
უამრავი ადამიანია, რომელსაც აქვს სურვილი, რომ „ნაკოლას“ აჩუქოს ბუდე და ეს სოციალურ ქსელებში, ამდენი დღის განმავლობაში კომენტარების სახითაც აისახება.
მივიღე გადაწყვეტილება, პირადად მე, რომ შევუერთდე ამ კამპანიას, ჩავუდგე სათავეში და ვუხელმძღვანელო. ანის „გვირგვინოსნების“ თხოვნას ვასაჯაროებ და გთავაზობთ, ერთ-ერთი ემიგრანტის შეტყობინებას:
„მოგესალმები, ბატონო შოთო, თქვენ ჩვენი ემიგრანტების იმედი ხართ. მე ლიკა ჩაკვეტაძე ვარ, ემიგრანტი საბერძნეთიდან და ამავდროულად ვარ ანის ჯგუფის წევრი. დაგვეხმარეთ ჩვენი გვირგვინოსანი გოგოს გახარებაში, გვინდა პატარა და ამავდროულად დიდი საქმე გავაკეთოთ..!! გვსურს „ნაკოლას“ და ნატალის პატარა ბუდე ვაჩუქოთ, რადგან აღარ მოუწიოს მისი პრინცესის დატოვება.“
მადლობას გიხდით წინასწარ, ყურადღებისთვის და გვერდით დგომისთვის. სიკეთე გადამდებია.“ - აცხადებს შოთო სიხარულიძე.
შეუერთდი კამპანიას, აჩუქე „ნაკოლას“ ბუდე:
საქართველოს ბანკი GE35BG0000000525555104
მიმღები: ლანა ყიფშიძე