1751744974
VIDEO: "აბა, გამოიცანი, ახლა რა მოხდება..." - ვირუსულად გავრცელებული ახალბედა ჟურნალისტის ინტერვიუ ქეით უინსლეტთან

ქეით უინსლეტის ვიდეო, რომელშიც მსახიობმა ინტერვიუ შეაჩერა, რათა ახალბედა ჟურნალისტისთვის კომფორტული გარემო შეექმნა, ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. კითხვის დასმისას ახალბედა ჟურნალისტმა, რომელიც ღელავდა, უინსლეტს უთხრა, რომ ეს მისი პირველი ინტერვიუ იყო. ამის გაგონებაზე ქეითმა ინტერვიუ შეაჩერა და ჟურნალისტს მიმართა:
„ეს პირველი ინტერვიუა? აბა, გამოიცანი, რა მოხდება? როცა ამ ინტერვიუს მოვრჩებით, ის საოცარი გამოვა. და იცი, რატომ? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს ასე იქნება, მე და შენ გადავწყვიტეთ, რომ ეს მართლაც ფანტასტიკური ინტერვიუ გამოვა".
Kate Winslet reassuring this young girl that her interview will be amazing is the most precious thing I’ve ever seen pic.twitter.com/sm0D5FWWsM
— Liv Marks (@OliviaLilyMarks) January 9, 2023