„გისურვებთ, ჩემი ცხოვრება გენატროთ!“ - ალექსანდრე მიქელაძის დედის მიმართვა

ალექსანდრე მიქელაძე

ბათუმში გაუჩინარებული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედა მორიგ ემოციურ მიმართვას აქვეყნებს.

„გრძელენიანებო, გისურვებთ ჩემი ცხოვრება გენატროთ! მე მჯერა, რომ უფალი არც მე და მით უმეტეს, ჩემს ალექსანდრეს არ გაგვწირავს...“ - წერს ნათია დიაკვნიშვილი.

ცნობისთვის, ალექსანდრე მიქელაძე 2025 წლის 6 იანვარს, ღამით, 22:00 საათიდან გაუჩინარდა.

არსებული ინფორმაციით, ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს.