„ვგიჟდები ცოლიან კაცებთან ურთიერთობაზე.. არ მაინტერესებს თუ ოჯახებს ვანგრევ" - ამერიკელი ქალის აღიარება

ქალი

ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები 32 წლის ემი კუპსი აცხადებს, რომ ცოლიან კაცებთან ურთიერთობა მისი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა და არ აინტერესებს თუ ეს ყველაფერი სხვის ოჯახებს ანგრევს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror  ავრცელებს

„პრობლემა არ მაქვს თუ მათი საყვარელი ვიქნები. განსაკუთრებით მხიბლავს, როდესაც მათი სექსუალური ფანტაზიის მთავარი მოქმედი პირი ვარ. მზად ვარ ყველა სურვილი შევუსრულო და ის სიცარიელე შევუვსო, რაც ქორწინებამ  და ერთფეროვანმა ურთიერთობამ გაუჩინა. ეს ზედმეტი პასუხისმგებლობების გარეშე ხდება, რაც ძალიან მომწონს. 

სხვათა შორის, ქმრიან ქალებთანაც მქონია ურთიერთობა. მე მათ ვეუბნები, რომ თუ არაჯანსაღ ურთიერთობაში არიან და მეორე ნახევრებს ღალატობენ, ცუდად არ უნდა იგრძნონ თავი",- ამბობს ემი. 

მისივე თქმით, ის უამრავ საჩუქრებს იღებს მათგან, რაც განსაკუთრებით ხიბლავს.