დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ქუთაისის აეროპორტში უცხოელმა სიმბარათი დატოვა, რომელშიც ინტერნეტი და უფასო ზარებია ჩართული.
ტურისტმა პოსტი ერთ-ერთ ჯგუფში დადო და დაწერა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ იგი საქართველოს ტოვებს, სიმბარათი აღარ სჭირდება და შეუძლია ის უკვე სხვამ გამოიყენოს.
„ძვირფასო მეგობრებო, მე დღეს ვტოვებ ქვეყანას, თუმცა სიმბარათი, რომელიც ვიყიდე, 26 აგვისტომდე ვალიდურია. ასე რომ, მე მას დავტოვებ ქუთაისის აეროპორტში მათთვის, ვისაც ის სჭირდება.
ბარათი შეგიძლია ნახოთ ტერასაზე, გამგზავრების დარბაზიდან. აქვე, ვამატებ ვიდეოს, როგორ უნდა მოხვდეთ ამ დარბაზში მარტივად“,- წერს უცხოელი.