პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ კოსტა სანიკიძის YouTube არხზე თქვა, რომ იგი წლების განმავლობაში ნერვულ ეპილეფსიას ებრძოდა.
„არა ერთი წლის განმავლობაში ვებრძოდი ნერვულ ეპილეფსიას. საბოლოოდ დასრულდა წარმატებული შედეგით. დიდი ბრძოლა იყო, 11-წლიანი. მაშინ პირველად შევედი რეალით შოუში. ოჯახს არ უნდოდა, რომ პროექტში შევსულიყავი. შეიძლებოდა ეს ნერვული შეტევა მთელი ქვეყნის თვალწინ დამმართნოდა. ყველა იმ ემოციას გავუძელი, ისე რომ ერთი შეტევაც არ დამემართა. ეს არის ჩემი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი.
მემართებოდა კრუნჩხვები, სამჯერადი შეტევა, გარდაცვლილ მამიდაშვილს ვესაუბრებოდი. უფალს მადლობა დედაჩემი ამას ერთხელაც არ არის შესწრებული. ვესაუბრებოდი ჩემს მამიდაშვილს, რომელსაც ვთხოვდი, რომ წავეყვანე...“, - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.