დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ კოსტა სანიკიძის YouTube არხზე „პრაიმ ჰაუსის“ პირველ სეზონზე ისაუბრა.
ნაზღაიძის თქმით, იგი პროექტში ძალიან დიდ შრომას და ენერგიას დებდა.
„ყოველ დილით 10 საათზე, რომ ვდგებოდი არ იყო ეს ჩემი სიხარული, ეს იყო ჩემი სამსახური. ვიცოდი, რომ ოპერატორები მოდიოდნენ 10 საათზე, მე ფეხზე უნდა ვყოფილიყავი, რადგან მაყურებელი ელოდებოდა კონტენტს. არავინ რომ არ დგებოდა, მე ვალდებული ვიყავი გამეკეთებინა ეს ყველაფერი. სისუფთავე, რომ მიყვარს ეს ყველამ იცის, სადაც არ უნდა მივიდე ჭურჭლის რეცხვაში ვარ. ამის გარდა ვაკეთებდი იმას, რომ შემხედეთ რა ვმეტყველებ, ვაზროვნებ, ვიცინი, გადაცემას ვაკეთებ, დამინახეთ. მესამე აუტსაიდერი, როდესაც ვიყავი და გავხდი ხმის ლიდერი, 600-ზე მეტი ხმა მივიღე. მანდ გამიჩნდა ჯანსაღი ამბიცია და სურვილი, რომ გამარჯვებისთვის მებრძოლა, მანამდე ვიბრძოდი გადარჩენისთვის“, - ამბობს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე.