დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ, კოსტა სანიკიძის YouTube არხზე, თავისი ცხოვრების რთულ პერიოდზე გულახდილად ისაუბრა.
„ბიძაჩემი, ფეხსაცმელს რომ აჩუქებდა ჩემს ძმას, ის მერე ეცვა მეორე ძმას, მესამე ძმას და ბოლოს მე. ჩემამდე, რომ მოვიდა ეს ფეხსაცმელი იყო გვერდზე ჩახეული და წვრილი სპილენძის მავთულით მქონდა ამოკერილი, ასე დავდიოდი ქუჩაში.
მე არ მქონდა ის მომენტი, რომ აი გაკერილი მაცვია. ფასანაურში, ერთ-ერთი ჩასვლის დროს ეგ ფეხსაცმელი მეცვა. მახსოვს, ძალიან დამცინეს. ბევრნი ვისხედით და ყველამ დამცინა ხმამაღალი სიცილით. მაგ დროს არ გავბოროტდი. ძალიან დამწყდა გული. გული მეტკინა, რომ ჩემი გაჭირვება გახდა დასაცინი. რომ გავიზარდე მერე მივხვდი ცხოვრებაში, გაჭირვება კი არა, ბევრი სხვა რამეა დასაცინი...“, - ამბობს ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე.
ნახეთ ვიდეო ⇓