პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გიორგი ნაზღაიძე ცივ მარტს თბილ ქვეყანაში ატარებს. თუმცა, მოგზაურობის ადგილს, პირველად ასაიდუმლოებს. ეს მხოლოდ ერთადერთი რამ არ არის, რასაც ის საჯაროდ არ ამხელს. სოციალურ ქსელში შეგნებულად არ დებს გარემოცვის ფოტოს. თუმცა ჩვენ მოვიპოვეთ ორი ფოტო - გიორგისთან ერთად უცნობი გოგონა ისვენებს.
ნაზღაიძეს ვერაფერი დავაცდენინეთ. ეს კი უკვე საეჭვოა. ჩვენი ინფორმაციით, კი ეს გოგონა ბიზნესვუმენია. მის შესახებ სხვა არაფერია ცნობილი.
გიორგი "პრაიმტაიმთან" პატარა კომენტარს აკეთებს.
"არ ვამბობ, სად ვისვენებ. ბევრი კი მეკითხება, მაგრამ ვასაიდუმლოებ. ასევე ბევრი შეკითხვა მომდის, დავშორდი თუ არა ლიზი ქონიაძეს? კიდევ აქვთ ეჭვი, რომ განსაკუთრებით ვმალავ ახალ ურთიერთობას. მაგრამ იმედს გაგიცრუებთ, ძალიან პირადულზე არ ვსაუბრობ... ჩემს გარემოცვაზეც ვერაფერს გეტყვით," - ამბობს გიორგი ნაზღაიძე.